Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

პრორუსული ძალები აქციას მართავენ, პარალელურად, მიმდინარეობს ანტისაოკუპაციო აქციაც

$
0
0

ორგანიზაცია "ევრაზიული ინსტიტუტის"დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძე ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობას მართავს. პრორუსული ძალები კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკის მიმართულებით გადაადგილდებიან.

რცხილაძემ მსვლელობა "საქართველოს უკვდავი ჯარის"ფორმატით დაგეგმა, რომელიც რუსული "უკვდავი პოლკის"ანალოგია. რუსეთში დაარსებული "უკვდავთა პოლკი"ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

პარალელურად, ჭავჭავაძის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციაც მიმდინარეობს. "არა პუტინის მარშს" - ასე ჰქვია აქციას, რომლის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია არა "უკვდავთა პოლკის"მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პრო-ევროპულიდა პრო-ამერიკული აზრის მშვიდობიანად გაჟღერება.

გულბაათ რცხილაძემ რუსული "უკვდავი პოლკის"ფორმატით აქცია ფეისბუქზე რამდენიმე დღის წინ დააანონსა. აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, ამ ტიპის მსვლელობის მონაწილეებს ხელში ომში დაღუპული ახლობლების ფოტოები უჭირავთ. მასში მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც მიუღია.

ცნობისთვის, 6 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "უკვდავთა პოლკს"და სხვა ორგანიზაციებს კანონით აკრძალული საბჭოთა კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლოების გამოყენების თაობაზე ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა. 

ქართული
9 მაისირუსეთი ოკუპანტიამსვლელობაპრორუსული ძალებიანტისაოკუპაციო აქციაგულბაათ რცხილაძესაქართველოს უკვდავი ჯარიუკვდავთა პოლკი9 მაისიNews ItemVideoპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>