Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

"ნებისმიერ მეთოდს იყენებენ, რომ გამანადგურონ" - მაჩალიკაშვილის პირველი კომენტარი

$
0
0

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელსაც სუს-ი ტერაქტის ორგანიზებაში ადანაშაულებს, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, სახელმწიფო ნებისმიერ მეთოდს იყენებს, რომ გაანადგუროს.

"წელიწადია აქ ვდგავარ და სამართლიანად ვითხოვ დაისაჯოს ჩემი შვილის მკვლელები. მთელი წელია მთელი ქვეყანა მიყურებს და აქ ვდგავარ, ვითხოვ დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები, რომელი დანაშაულიც აქვს სახელმწიფოს ჩადენილი. ესენი ყველაფერს აკეთებენ დიდი ხანია, ნებისმიერ მეთოდს იყენებენ, რომ გამანადგურონ. ეს არ მოხდება", - თქვა მაჩალიკაშვილმა.

​მას ადვოკატების გარეშე მედიასთან საუბარი არ სურს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ჟურნალისტებთან მხოლოდ ეს განცხადება გააკეთა.

მაჩალიკაშვილმა ტერიტორია დატოვა და თქვა, რომ სალოცავად მიდის.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებსსუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისადა მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისადა მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა. 

ქართული
მალხაზ მაჩალიკაშვილისუს-ისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიტერორიზმიმალხაზ მაჩალიკაშვილიNews ItemVideoპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>