Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

კილაძეს არ ჰგონია, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვის გამო სააგენტოში განსხვავებული სიტუაციაა

$
0
0

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე თვლის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ადამიანები განათლებით სოციალური მუშაკები არ არიან, ამიტომაც არ არსებობს განსხვავება 2 კვირის წინანდელ და დღევანდელ ვითარებას შორის, როდესაც გაფიცვის პარალელურად მათ მოვალეობებს სამინისტროს სხვა თანამშრომლები ასრულებენ.  

კილაძემ ეს პარლამენტში, კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, ელენე ხოშტარიას კითხვისპასუხად თქვა. 

"ეს არის თავისი შინაარსით და არსით უმნიშვნელოვანესი პროფესია, იმიტომ რომ ყველაზე დაჩაგრული ადამიანების თვითრეალიზაციასდა გაძლიერებას ემსახურება და ემსახურება ამით ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას. 

მათი მოთხოვნები არის აბსოლუტურად სამართლიანი და ის პირობები, რომელშიც მათ უწევთ მუშაობა, ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩვენ ვისურვებდით მათთვის, თუმცა, არის მეორე გარემოებაც, ეს არის სახელმწიფოს ფინანსური რესურსები და შესაძლებლობები. 

ჩვენ შეხვედეთამ რეფორმის შექმნისას, რომ სახელმწიფოს წლევანდელი წლისთვის ნამდვილად არ ჰქონდა შესაძლებლობა, ყველაფერი ერთბაშად გაეკეთებინა, ამიტომ გადაწყდა, რომ კონკრეტული ნაბიჯები 2020 წლიდან გადაიდგას. წლევანდელი წელი ავიღეთ მოსამზადებლად.

ფრიდრიხ ებერტისფონდის მხარდაჭერით ვატარებთ მათი გადამზადების ტრენინგებს და ა.შ, სწორედ იმიტომ, რომ სოციალური მუშაკი, რომელიც დღეს სოციალურ მუშაკად არის დასაქმებული, არ არის პროფესიით სოციალური მუშაკი. 

სიმართლე გითხრათ, არ მგონია, დიდი განსხვავება იყოს დღევანდელ სიტუაციას - ანუ იმას, რომ დღეს სხვა პროფესიის ადამიანები ასრულებენ ან სამუშაოს -  და ორი კვირის წინანდელ მდგომარეობას შორის, რადგან დიდი ნაწილი სოციალური მუშაკებისა არ არის განათლებით სოციალური მუშაკი და ეს ხარვეზი გვინდა, აღმოვფხვრათ იმით, რომ დავიწყოთ სერტიფიცირება.

ამ სფეროში არის უამრავი ხარვეზი. იმისთვის, რომ ჩვენი ყველაზე დაჩაგრული ჯგუფები საზოგადოების გვყავდეს მოწოდების სიმაღლეზე და დავიცვათ, უნდა დავიცვათ პირველ რიგში სოციალური მუშაკები. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. 

მე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ აქ არის კონსენსუსის ლუფტიდა ამ საკითხებზე შევჯერდებით, რათა მათი ინტერესიც იყოს გათვალისწინებული, მაგრამ იყოს სახელმწიფოს ინტერესებიც დაცული იმ კუთხით, რომ ნამდვილად, დღევანდელი მოცემულობით არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი, სამწუხაროდ. 

მაგრამ როდესაც წელს შემოვა ბიუჯეტის პროექტი, ამ პროექტში უფრო მეტს მოვითხოვთ სწორედ ამ მიმართულებით", - თქვა სოფო კილაძემ. 

სოციალური მუშაკები უკვე მეორე დღეა, გაფიცულები არიან. 

პროტესტის უკიდურეს ზომებს მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარალებებიუშედეგოდ დასრულდა. 

სოციალური მუშაკები სისტემის ძირეულ ცვლილებებს ითხოვენ, რათა ბენეფიციარებისთვის ღირსეული მომსახურების გაწევა შეძლონ. გაფიცულია საქართველოს მასშტაბით ყველა სერვის-ცენტრისყველა სოციალური მუშაკი.

თუმცა, მინისტრ სერგეენკოსთქმით, სააგენტო შეუფერხებლად მუშაობს, რადგან სოციალური მუშაკების ფუნქციებს უწყების სხვა თანამშრომლები ასრულებენ. 

ქართული
სოციალური მუშაკების პროტესტისოფო კილაძესოციალური მომსახურების სააგენტოსოციალური მოშაკების გაფიცვასოციალური მუშაკების პროტესტიNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>