Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

აბაშიძე: საქართველოს მიმართ კარასინის მუქარა ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს

$
0
0

კარასინის მუქარა საქართველოს მიმართ, სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს- ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს პრემიერმინისტრისსპეციალური წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ თქვა.

აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებები მიუღებელია.

"კარასინის იმ განცხადებას, სადაც არის აშკარა მუქარის ტონი საქართველოს მიმართ, უკრაინის მიმართ, ეს არის ყოვლად მიუღებელი. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს",- ამბობს აბაშიძე.  

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში 27 თებერვალს გაიმათა. შეხვედრამდე კარასინმა ქართველი კოლეგები შესაძლო "უსიამოვნო მოულოდნელობების"შესახებ გააფრთხილა.

ასევე, კარასინმა კომერსანტთანინტერვიუში თქვა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატო-ს აქტიურობის გაზრდა, ადრე თუ გვიან გარკვეული პრობლემების მომტანი იქნება. მისი თქმით, თბილისმა უნდა აირჩიოს, რეგიონული კეთილგანწყობა ან ევროატლანტიკური კურსი.

ქართული
ზურაბ აბაშიძეგრიგორი კარასინისაქართველო-რუსეთიაბაშიძე: საქართველოს მიმართ კარასინის მუქარა ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტსNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles