Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ბახტაძე: TBC-ის საქმეზე ხაზარაძისგან ოფიციალური წერილი არ მიმიღია

$
0
0

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, მას თიბისი ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძისგანშეხვედრის შესახებ "ოფიციალური წერილი"არ მიუღია. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

"მე ასეთი ოფიციალური წერილი ნამდვილად არ მიმიღია. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ და ამ შემთხვევაში, მე არ გამოვეხმაურე, ესეც არ შეესაბამება რეალობას. მინდა გითხრათ, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან, რომლის წევრიც გახლავთ ბანკი, მათივე ინიციატივით მქონდა შეხვედრა", - ამბობს ბახტაძე. 

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ facebook-ზე დაწერა , რომ ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, არც ერთ სახელმწიფო თანამდებობის პირს, სურვილი არ გამოუთქვამს, რომ მათ შეხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ თიბისი ბანკის საქმით.

"სამწუხაროდ, არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში",- დაწერა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის, 26 თებერვალს TBC ბანკის საკითხის ირგვლივ პარლამენტში დისკუსიაა ჩანიშნული, რომელზეც მთავარი მომხსენებელი სწორედ კობა გვენეტაძე უნდა იყოს. დისკუსიებში მონაწილეობას TBC ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც, იღებენ.

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულებულიყო. 

თავდაპირველად TBC ბანკმა განაცხადა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

ქართული
მამუკა ბახტაძემამუკა ხაზარაძეTBC ბანკის საქმეTBC ბანკის საქმეNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>