Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

სახელისუფლო ტროლები მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ - MDF-ის ახალი კვლევა

$
0
0

მედიის განვითარების ფონდმა თიბისი ბანკის გარშემო მიმდინარე გამოძიების პარალელურად ფეისბუქზე მამუკა ხაზარაძისმადისკრედიტირებელიგვერდები შეისწავლა

გვერდები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და როგორც MDF წერს, სამ ტალღად წარიმართა: 

  1. პირველი ტალღა 2019 წლის 9 იანვარს დაიწყო, როდესაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.წ. ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარეობდა.
  2. მეორე ტალღა უკავშირდება 2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომ მამუკა ხაზარაძესადა მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს თანამდებობა დაეტოვებინათ.
  3. მესამე ტალღა 2019 წლის 21 თებერვალს დაიწყო, როდესაც მამუკა ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.

MDF-ის დასკვნით, მონიტორინგის ფარგლებში მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართული 9 გვერდის იდენტიფიცირება მოხდა, რომელთაგან 8 გვერდი 2018 წელსაა შექმნილი.

  • 9-დან 6 გვერდის ძირითადი კონტენტი ენმ-ის და რუსთავი 2-ის, კერძოდ კი ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ არის მიმართული;
  • 9-დან 4 გვერდის ადმინისტრატოტიფეისბუკმომხმარებელი “ავთანდილ კერესელიძეა”, რომელიც ტროლიადა ერევანში მცხოვრები Karo Manukyan-ისპროფილზე განთავსებულ ფოტოებს იყენებს. ის ფეისბუკში ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებს;
  • “ავთანდილ კერესელიძე” და მის მიერ მართული გვერდები სხვა ყალბ ანგარიშებთან ერთად ამავდროულად იდენტურ ჯგუფებს მართავენ, რაც მადისკრედიტირებელიპოსტების გავრცელებისთვის გამოიყენება
  • “ავთანდილ კერესელიძე” პრო-სახელისუფლებოტროლიადა ძირითადად კახა კალაძის, მამუკა ბახტაძისადა გიორგი გახარიას მხარდამჭერ პოსტებს პირადი პროფილის, მის მიერ შექმნილი გვერდებისადა ჯგუფების მეშვეობით ავრცელებს:
  • "კერესელიძის"მართული გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ, რომლებიც ხაზარაძის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, კომენტარებს ერთი და იგივე ყალბი მომხმარებლები ტოვებდნენ;
  • 9-დან ორი გვერდი - “ორი გვამი უნდათ” და “სტოკჰოლმის სინდრომი” ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მიერ მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც გვერდები, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ენმ-ის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ დასპონსორებულპოსტებს აქვეყნებდნენ.
  • 9-დან 2 გვერდს - “სამოქალაქო გაერთიანება - ხალხის ხმა” და”სტოკჰოლმის სინდრომი” - ხაზარაძის მადისკრედიტირებელიპოსტები დასპონსორებული ჰქონდათ, თუმცა ამჟამად ეს პოსტები ხელმიუწვდომელია, რადგან წაშლილია. ორივე გვერდს ჯამში 3 აქტიური დასპონსორებული პოსტი აქვს. სამივე მათგანი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული. ორივე გვერდმა 21 თებერვალს ხაზარაძის გადადგომის შემდეგ მის წინააღმდეგ ორი ახალი პოსტი გამოაქვეყნა.
  • გვერდებზე განთავსებული ხაზარაძის მადისკრედიტირებელიპოსტების უმეტესობა მემე/კარიკატურაა
  • მედიის განვითარების ფონდის დასკვნით, ხაზარაძის მადისკრედიტირებელიპოსტების ქვეშ ერთი და იგივე ყალბი ანგარიშები ტოვებდნენ კომენტარს. ხშირ შემთხვევაში კი სხვადასხვა გვერდის სხვადასხვა პოსტის ქვეშ კომენტარებიც იდენტური იყო

ფოტო: მედიის განვითარების ფონდი MDF
ფოტო: მედიის განვითარების ფონდი MDF

რაც შეეხება გვერდებს, ყველაზე ხშირად მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ყველაზე მეტი აქტივობა 9 გვერდს ჰქონდა: 
  • ორი გვამი უნდათ
  • იყავი და გაგეკეთებინა
  • პოლიტიკური სანაგვე
  • კაი გვერდი
  • ჩვენთვის არავინაა
  • პოლიტიკური იუმორი
  • მოვკვდები საქართველოსთვის
  • სამოქალაქო გაერთიანება - ხალხის ხმა 
  • სტოკჰოლმის სინდრომი

ტროლები არიან ის ანგარიშებიც, რომლებიც ამავე გვერდებზე ხაზარაძის საწინააღმდეგო კომენტარებს წერენ. 

ასევე, MDF წერს, რომ ავთანდილ კერესელიძის ყალბი პროფილი სოციალურ ქსელებში პრო-სახელისუფლებოგზავნილების გავრცელებით არის დაკავებული და ამავდროულად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მადისკრედიტირებელპოსტებს აქვეყნებს. გზავნილების გასავრცელებლად ის მისივე მართულ “სპამ” ჯგუფებს იყენებს, ასევე კომენტარებს ტოვებს იმ გვერდების პოსტების ქვეშ, რომელთა ადმინისტრატორი თავადვეა.

ქართული
სახელისუფლო ტროლებიMDFMDF-ის კვლევამედიის განვითარების ფონდიმამუკა ხაზარაძესახელისუფლო ტროლებიNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>