Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

მედიის ნაწილის ცნობით, ოცნებიდან რიცხავენ მათ, ვინც ბესელიას კანონპროექტს მხარი დაუჭირა

$
0
0

ტელეკომპანია იმედი და ინტერპრესნიუსი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ქართული ოცნებიდან რიცხავენ ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც გუშინ ეკა ბესელიას და სხვა დეპუტატების კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერების შესახებ მხარი დაუჭირა. 

ინტერპრესნიუსი წერს, რომ მათთვის არაოფიციალურად მიწოდებული ინფორმაციით, რამდენიმე დეპუტატი უკვე გარიცხეს, მათ შორის ოთარ ჩრდილელი. 

მმართველი გუნდის შეხვედრა ქართული ოცნების ოფისში მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. 

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთანდაკავშირებული კანონპროექტის ავტორები არიან: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე, ხოლო კენჭისყრაზე მას უმრავლესობის წევრებიდან მხარდაჭერა გამოუცხადეს - რევაზ არველაძემ, ზაზა პაპუაშვილმა, ბიძინა გეგიძემ, გიორგი მოსიძემ, რუსლან პოღოსიანმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა ბექა ნაცვლიშვილმაც, რომელმაც საპარლამენტო უმრაველსობადღეს თავად დატოვა იმის გამო, რომ დეპუტატებმა ჩააგდეს მისი ინიციატივა დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. 

ასევე, ლევან გოგიჩაიშვილმა, ისევე როგორც ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია თავად დატოვეს.

ქართული
დაპირისპირება ქართულ ოცნებაშიეკა ბესელიაუვადო მოსამართლეებიეკა ბესელიას კანონპროექტიწევრების გარიცხვა ქართული ოცნებიდანდაპირისპირება ქართულ ოცნებაშიNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>