Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ქართველ მოჭიდავეს ქუდზე RUSSELL აწერია და არა RUSSIA

$
0
0

თავისუფალი სტილით მოჭიდავე და ეროვნული ნაკრების წევრს, ჯაბა ყველაშვილს ქუდზე RUSSELL აწერია და არა RUSSIA.

მედიის ნაწილმა, მათ შორის ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოჭიდავის ქუდზე RUSSIA ეწერა. ტაბულამ მოჭიდავის ორი ფოტო მოიპოვა, ორივე მათგანზე ერთი და იგივე რაკურსი იყო და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ RUSSIA ეწერა:

ფოტო: ტაბულა

თავად ყველაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. მას შემდეგ, რაც მან დაწერა, რომ ქუდზე RUSSEL აწერია, ტაბულამ ინფორმაცია როგორც საიტიდან, ასევე, ფეისბუქ გვერდიდან აიღო.

ტაბულა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს იხდის.

იმის შესახებ, რომ ქუდზე სინამდვილეში RUSSEL აწერია, ფეისბუქზე თავად ყველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ დაწერა.

"გავცელდა ინფორმაცია, რომ მე ვარჯიშის დროს მეფარა რუსეთის ქუდი. მინდა ყველას ვთხოვო, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია RUSSELL და არა RUSSIA. გთხოვთ გვაცალოთ მშვიდად ვარჯიში და ინტრიგების ნაცვლად დაინტერესდეთ სპორტის გაშუქებით...!!!!", - წერს სპორტსმენი.

ქართული
ჯაბა ყველაშვილიჭიდაობატაბულაბოდიშიჯაბა ყველაშვილიNews ItemპოლიტიკასპორტიFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>