Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

მეუფე პეტრე: პროკურატურა არ იმსახურებს ნდობას

$
0
0

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პროკურატურაში მივიდა, სადაც დაკითხვაზეა დაბარებული. მას ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაუსვამენ კითხვებს.

"როდესაც საჯარო განცხადება გავაკეთე და ხმა ავიმაღლე, პროკურატურას გაუჩნდა კითხვები. მზად ვარ, ჩემ წინააღმდეგ აღძრულ განსაცდელს შევხვდე ღირსეულად", - ამბობს მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტის თქმით, დღევანდელ დაკითხვაზე გამოჩნდება, ვინ მართავს პროკურატურას. ამასთან, ის თვლის, რომ უწყება არ იმსახურებს ნდობას.

"დღეს გამოჩნდება, საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მფარველი პრორუსული დამპყრობლური ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რამდენად მართავენ პროკურატურას.

მამა გიორგის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციისა დარღვევისა და სხვა დარღვევებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პროკურატურა არ იმსახურებს ნდობას", - ამბობს მეუფე პეტრე.

ქართული
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმემეუფე პეტრეპროკურატურადეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>