
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ისანში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანი გარდაიცვალა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი დაიღუპნენ არა გაზის გაჟონვის შედეგად, არამედ ამის მიზეზი გახდა ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება.
მეზობლები ამბობენ, რომ 7 ადამიანი მუშად მუშაობდა და მათ ბინა ჰქონდათ ნაქირავები.
ისანის გამგებელმა ტელეკომპანია პოირველს უთხრა, რომ ბინაში 7 ადამიანი იმყოფებოდა და როცა ბინაში შევიდნენ, ყველა გარდაცვლილი იყო. კახა ლაბუჩიძე ასევე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ვინ იყვნენ დაღუპულები და იყვნენ თუ არა ისინი ნამდვილად რეგიონიდან სამუშაოდ ჩამოსულები.
ქართული
უბედური შემთხვევაისანიქეთევან წამებულის ქუჩათბილისიბუნებრივი აირინამწვის დაგროვებაუბედური შემთხვევაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text