Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ზურაბიშვილი: ვაშინგტონში შევიტანეთ მოთხოვნა ტრამპთან შეხვედრის თაობაზე

$
0
0

​სალომეზურაბიშვილი ამბობს, რომ ვაშინგტონს დონალდ ტრამპთან შეხვედრის თხოვნით მიმართა. 

მისი თქმით, სანამ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება, სასურველია, დონალდ ტრამპმა საქართველოს პოზიციების შესახებ ინფორმაცია მიიღოს. 

"შესაძლოა, შედგეს ტრამპის და პუტინის შეხვედრა, რომლის დღის წესრიგის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი და ვერ ვიტყოდი დიპლომატიურად, რომ იმათ რომელიმე საკითხი "უნდა"განიხილონ.

მე ვთქვი, რომ თუ ამ შეხვედრაზე რეგიონის ან ჩვენი საკითხი რამე ფორმით იქნება დასმული, კარგი იქნება, შეხვედრა გაიმართოს ტრამპთან, რომ ჩვენი შეხედულებები, ჩვენი პოზიციები კარგად იცოდეს, იცოდეს, რა არის ყველაზე საფრთხილო ასეთ დისკუსიაში. 

მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, არის შეტანილი თხოვნა ვაშინგტონში, რომ სამუშაო ვიზიტი გაიმართოს. რამდენად ეცლება ჩემთვის, ვერ გეტყვით", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 2018 წლის ივლისში გაიმართა. შემდეგი შეხვედრა კი დეკემბერში, დიდი ოცეულის სამიტის პარალელურად უნდა გამართულიყო, თუმცა, 30 ნოემბერს, სამიტის პირველ დღეს გააუქმა. 

ქართული
სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციადონალდ ტრამპივლადიმერ პუტინისალომე ზურაბიშვილისალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციაNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>