
ეროვნულ-დემოკრატიულიინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 37% მიიჩნევს, რომ კარგი სამსახურის საშოვნელად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაცნობობაა.
კითხვაზე - "ამ პირობებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად?", გამოკითხულებმა ასე უპასუხეს:
- ნაცნობობა - 37%
- პროფესიონალიზმი/სამუშაო გამოცდილება - 23%
- უცხოეთში მიღებული განათლება - 9%
- ნიჭი - 8%
- შრომისმოყვარეობა - 7%
- გამართლება - 6%
- საქართველოში მიღებული განათლება - 5%
- საჭირო ხალხის პატივისცემა - 3%
- ასაკი - 0%
- სქესი - 0%
- სხვა - 0%
- არ ვიცი - 1%
NDI დაინტერესდა მოსახლეობის აზრითაც იმის შესახებ, თუ რა არის წარმატებული ფორმულა ბიზნესისთვის. 22% მიიჩნევს, რომ ეს არის პროფესიული უნარები და გამოცდილება, 21%-ის აზრით კი განათლება. 16% მიიჩნევს, რომ წარმატებული ბიზნესის ფორმულა პოლიტიკური კავშირებია, 12%-ის აზრით კი შრომისმოყვარეობა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.