Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ბოტკოველი: ვინმე გამოჩნდება, ვინც დაიკავებს ამ თანამდებობას, მე ამის სურვილი არ მაქვს

$
0
0

ინტერპრესნიუსის ცნობით, მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნობის თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლასა და თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებს.

"მე მივიღე გადაწყვეტილება. ამბობენ, რომ წმინდა ადგილი თავისუფალი არასდროს რჩება. ვინმე გამოჩნდება, ვინც დაიკავებს ამ ადგილს და თანამდებობას. მე არც სურვილი, არც განწყობა და არანაირი ემოცია აღარ დამრჩა იქ ყოფნის",- აღნიშნა მიქაელ ბოტკოველმა. 

ასე უპასუხა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას განცხადებას. როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოტკოველს თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პატრიარქთან არ შეუთანხმებია, შესაბამისად, ის ვერ დატოვებდა თანამდებობას.

ქართული
საქართველოს საპატრიარქომიქაელ ბოტკოველისაქართველოს საპატრიარქოNews ItemპოლიტიკარელიგიაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>