Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ბრალდებული, რომელიც ბრალს არ აღიარებდა და გლდანის ციხეში შიმშილობდა, გარდაიცვალა

$
0
0

პატიმარი, რომელიც გლდანის ციხეში შიმშილობდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურშიც.

გიორგი ფასეიშვილს ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, სასამართლოში მისი საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობად და შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. 

უწყებაში ამბობენ, რომ ფასიეიშვილი სამედიცინო პერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ის შეთავაზებულ დახმარებაზე უარს აცხადებდა.​

"პენიტენციურდაწესებულებაში მოთავსების დღიდან ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა და სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა სპეციალური პენიტენციურისამსახურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული უარს აცხადებდა სამსახურის მიერ მისთვის შეთავაზებულ დახმარებაზე, არ ღებულობდა მედიკამენტებს და არ აძლევდა საშუალებას მედპერსონალს, რომ მისთვის სათანადო გამოკვლევები ჩაეტარებინათ", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ცნობით, 1983 წელს დაბადებული გიორგი ფასიეიშვილიმიმდინარე წლის 31 ივლისს დააკავეს, ხოლო 1 აგვისტოს N8 პენიტენციურდაწესებულებაში მოათავსეს. უწყებაში ამბობენ, რომ ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და შიმშილობა დაიწყო, რის შესახებაც სპეციალურმა პენიტენციურმასამსახურმა შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საუბრობს პატიმრისთვის ჩატარებულ გამოკვლევებზეც. მათი თქმით, სისუსტის გამო, გიორგი ფასიეიშვილისექტემბრიდან ხუთჯერ იყო ჰოსპიტალიზებული N18 სამკურნალიდაწესებულებაში, თუმცა სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა და ისევ N8 დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვდა.

"24 ნოემბერს და 5 დეკემბერს ბრალდებული იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. 5 დეკემბერს გიორგი ფასიეიშვილიჩაერთო სუიციდის პრევენციის პროგრამაში; 8 დეკემბერს ბრალდებული კვლავ გადაიყვანეს ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში, მაგრამ მანქანიდან არ გადმოვიდა და დაბრუნდა N18 დაწესებულებაში. 14 დეკემბერს ბრალდებული ღუდუშაურის კლინიკაში იქნა გადაყვანილი და იმავე დღეს დაბრუნდა პენიტენციურსამკურნალო დაწესებულებაში. 15 დეკემბერს გიორგი ფასიეიშვილიკვლავ იქნა გადაყვანილი ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც იმყოფებოდა გარდაცვალებამდე. დაესვა დიაგნოზი - ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი თრომბოიტოპენია, დაუზუსტებელი​კოაგულოპათია​, ბოდვითი აშლილობა, ჰიპოგლიკემია. ბრალდებული გადაადგილებისას სარგებლობდა ინვალიდის ეტლით, აღენიშნებოდა წონის დეფიციტი, საერთო სისუსტე. ბრალდებული უარს აცხადებდა გამოკვლევებსა და გასინჯვაზე. გიორგი ფასიეიშვილიიმყოფებოდა ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც უცბად განუვითარდა ქოშინი, აპნოედა მიუხედავად ექიმების მცდელობისა და ჩატარებული სარეანიმაციო ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა", - აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ქართული
პატიმრის გარდაცვალებასპეციალური პენიტენციური სამსახურიგიორგი ფასიეშვილიპატიმრის გარდაცვალებაNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>