
დღეს, 16 დეკემბერს თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა.
ინაუგურაციის ცერემონიალის პარალელურად ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია"თელავში აქციის გამართვასაც გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს. თუმცა:
- დღეს თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ.
- მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლისგზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას"წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
- საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში მანქანებით შეფერხებულადამიანებს გზის ფეხით გაგრძელება შესთავაზა.
- გურჯაანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შსს-ის ცნობით, დაშავდა 10-მდე პოლიციელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ენმ-ის ცნობით, ოპოზიციის რიგებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.
- შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციელებს დღევანდელი დღისთვის ბოდიში მოუხადა და შეჰპირდა, რომ “ხვალიდან, თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება გაკეთებული, ყველას, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები მე, პირველ რიგში, ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს”.
- შინაგან საქმეთა მინსიტრმასამართალდამცველების უფლებების დაცვა სახალხო დამცველსაც მოსთხოვა.
- მოგვიანებით ვითარება განიმუხტა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა თელავში წასვლა და აქციის ჩატარება მაინც მოახერხა.
- თელავში ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიცია გომბორის ქედზე შეიკრიბებოდა, სამართალდამცველების ქმედებებს იქ გააპროტესტებდა და განცხადებასაც გააკეთებდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში გომბორი ავტომობილებისთვის კვლავ ჩაიკეტა.
- მოგვიანებით, აქციის მონაწილეები თბილისში დაბრუნდნენ. აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ იმართება.
ქართული
ძალა ერთობაშიას აქციათელავგურჯაანიკახეთიგადადგილების უფლებაძალა ერთობაშიას აქციაNews ItemVideoპოლიტიკაFull widthYesფოტო: ტაბულა
ფოტო: ტაბულა
ფოტო: ტაბულა
ფოტო: ტაბულა
ფოტო: ტაბულა
ფოტო: ტაბულა
ფოტო: ტაბულა