Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

საპატრულოს უფროსი: მარშრუტი იყო დაანონსებული, ენმ-ს ყვარლის გავლით შეუძლია მოხვდეს თელავში

$
0
0

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, კოლონების მარშრუტი დაანონსებული იყო და ოპოზიციას იმ მიმართულებით წასვლა არ სურს. ამის შესახებ თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში ისაუბრა, სადაც გზა გადაკეტილია და ოპოზიცია თელავში წასვლას ცდილობს. მის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ იმ მიმართულებით. ყვარელისგავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში", - ამბობს კუპატაძე.

რაც შეეხება გურჯაანში გზის გადაკეტვას, მისივე თქმით, პოლიცია აქციის მონაწილეებს არანაირ პრობლემას არ უქმნის და მათ შეუძლიათ, მოძრაობა ფეხით გააგრძელონ.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები თელავში დაგეგმილ აქციაზე მისვლას გეგმავენ, თუმცა გზა ჩაკეტილი დახვდათ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

ნიკა მელიას თქმით, მოძრაობა შეფერხებული როგორც გომბორის უღელტეხილზე, ასევე გურჯაანში, შესაბამისად, ენმ-ს აქციის მონაწილეები თელავში შესვლას ვერ ახერხებენ.

"კონსტიტუციურ უფლებას რატომ გვიზღუდავს გახარიას და ივანიშვილის ხელისუფლება? თელავამდე ერთი საათია და ჩახერგეს გზა ავტობუსებით. იქ ზონდერები დაგვახვედრეს, აგურებით და ქვებით. გომბორის გზით ვაპირებდით წასვლას და გადასახვევთან გვითხრეს, რომ მიბრძანდით გურჯაანით. წამოვედით და შუა გზაზე ასე თავხედურად გადაკეტეს", - ამბობს ნიკა მელია რუსთავი 2-თან.

ქართული
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაპრეზიდენტის ინაუგურაციაშსსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაპატრულო პოლიციათეიმურაზ კუპატაძეენმაქციააქცია თელავშიენმ-ს აქციაენმ-ის აქციასალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასაპატრულოს უფროსი: მარშრუტი იყო დაანონსებული, ენმ-ს ყვარლის გავლით შეუძლია მოხვდეს თელავშიNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles