Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

საგარეო უწყება: მუდმივ კონტაქტზე ვართ კონგოს მთავრობასთან

$
0
0

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეტორიაში საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს რესპუბლიკის ხელისუფლებასთან. სამინისტროს ცნობით, კონგოს მხარე ამ დრომდე არ ადასტურებდა, რომ მეამბოხეების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად შესაძლოა დაჭრილთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ერთი მოქალაქე ტყვეობაშია, ხოლო მეორე - დაიჭრა და მკურნალობს.

"ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ ჩვენთვის. 22 თებერვალს საქართველოს საელჩოს პრეტორიაში კონგოს მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხსენებული ინციდენტის შედეგად, ოპოზიციურმა დაჯგუფებამ დაატყვევა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში.

კონგოს მხარის ინფორმაციით, ხსენებულ საკითხზე გრძელდება გამოძიება კონგოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტრუქტურების მიერ.

საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების კონგოში ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. როგორც ვიცითб ეს პიროვნებები არიან ყოფილი სამხედროები და დამოუკიდებლად იმყოფებოდნენ კონგოში. სიტუაცია რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი იმყოფება უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან, რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა", - აცხადებს სამინისტრო.

კონგოში ქართველი სამხედროს სოსო ოსურაულის დატყვევების შესახებ ინფორმაცია რუსთავი ორმა გაავრცელა. მათი ცნობით, დაკავებულის გასათავისუფლებლად მეამბოხეები გამოსასყიდს, ერთ მილიონ დოლარს ითხოვენ.

ქართული
ქართველი სამხედრო კონგოშისაგარეო საქმეთა სამინისტროქართველი სამხედრო კონგოშიNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>