Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

$
0
0

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას ზაზა სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, "რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ". შსს აცხადებს, რომ "ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა".

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ასევე დააკავეს ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი.

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართული
ხორავას ქუჩის საქმეზაზა სარალიძეშსსხორავას ქუჩის საქმეზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებაNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>