Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ირაკლი სესიაშვილის თქმით, 310 მ² საცხოვრებელი სახლის აშენება 37 200 დოლარი დაუჯდა

$
0
0

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის მიერ გასულ რეპორტაჟში, ჟურნალისტმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ დეპუტატს სახლები 2012 წლის შემდეგ აქვს აშენებული. 

საუბარია „შაბათის კურიერში“ გასულ რეპორტაჟზე, სადაც ნაჩვენები იყო დეპუტატის სამ სართულიანი სახლი, აუზითა და ტერასით, რომელიც 2012 წლის შემდეგ აშენდა. 

სესიაშვილი ამბობს, რომ სიუჟეტში ფაქტები მიზანმიმართულად დამახინჯებულია. მან ჟურნალისტური ეკო მაღრაძე, რომელმაც სიუჟეტი მოამზადა ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ჟურნალისტმა არ გადაამოწმა რა შემოსავლებით შეიძინეს ხელისუფლების ყოფილმა თუ ამჟამინდელმამაღალჩინოსნებმა სახლები.

სესიაშვილი ამბობს, რომ სახლის მშენებლობის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, სამშენებლო მასალების ნაწილი 2012 წლამდე იყიდა და გარკვეული სამუშაოებიც მანამდე ჩატარდა. 

"რუსთავი 2-მა არ აჩვენა ჩემი დეკლარაცია, სადაც მითითებული მქონდა, რომ მე გაყიდული მქონდა ჩემი კუთვნილი ბინა 50000 დოლარად.",-ამბობს სესიაშვილი.

მისი თქმით, მან სახლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. გამოიტანა კრედიტი, ნაწილი გაყიდული ბინიდან აიღო. ნაწილი ისესხა ძმისგან. ნაწილი კი თავად გამოიმუშავა, რადგან სტაბილური ხელფასი აქვს. 

"ჩვეულებრივი ბრიზგითარის გაკეთებული. 50 თეთრიანი აგურის ზოლი აქვს ჩემს სახლს. ყველაზე იაფიანი სამშენებლო მასალით არის აშენებული",- ამბობს "ქართული ოცნების"დეპუტატი. 

ირაკლი სესიაშვილის თქმით, 1000 კვ მეტრ მიწის ფართობზე 310 კვ საცხოვრებელი სახლის აშენება, 37 200 დოლარი დაუჯდა. 

"მე არ ვარ ის კაცი, რომ უკანონო შემოსავლებით ცხოვრება მოვიწყო"- აღნიშნა მან.

ქართული
ირაკლი სესიაშვილირუსთავი 2თანამდებობის პირთა ქონებათანამდებობის პირთა ქონებაNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>