Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

რომის პაპი: სექსი ტაბუ არ არის, ის ღვთის საჩუქარია

$
0
0

სექსი, სექსუალობა არის ღვთის საჩუქარია, ეს არ არის ტაბუ,- ამის შესახებ რომის პაპმა ფრენცისკემთქვა.ის 17 სექტემბერს საფრანგეთში ახალგაზრდებს შეხვდა.

ვატიკანის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა აუდიტორიის ჩანაწერი, სადაც პაპი პასუხობს კითხვებს ისეთი საკითხების გადაჭრაზე, როგორიცაა: სიღარიბე, ევანგელიზაცია, სექსუალობა და სხვა.

„სქესობრივი ურთიერთობა ქორწინებაში მყოფი წყვილებისთვის არის საჩუქარი, რომელსაც  უფალი გვაძლევს. მას აქვს ორი მიზანი: სიყვარული და სიცოცხლის წარმოქმნა. ვნება, ეს არის მგზნებარე სიყვარული. ჭეშმარიტი სიყვარული კი მგზნებარეა. სიყვარული კაცსა და ქალს შორის, როდესაც ეს ვნებიანია, გაიძულებთ იყოს თქვენი სიცოცხლე მარადიული, სამუდამო და მისცეს მას თქვენი სხეული და სული. ღმერთმა კაცი და ქალი შექმნა თავის ხატად და მსგავსად და როდესაც ისინი შეერთდებიანქორწინებაში, ისინი გახდებიან "ერთხორცნი“. ეს არის სექსუალობისსიდიადე და ასე უნდა ვისაუბროთ მასზე და ასე უნდა გვესმოდეს“,-თქვა პაპმა.

შეხვედრაზე რომის პაპმა პორნოგრაფია გააკრიტიკა და მას სიცრუის ინდუსტრიის ნაწილი უწოდა, რომელსაც სიყვარულთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„სისუსტეების და ჩავარდნების გამო, ადამიანები ხანდახან თავიანთ სექსუალურობას სიყვარულისგან განცალკევებულად და გასართობად იყენებენ“,- ამბობს პაპი.

ქართული
რომის პაპისექსირომის პაპი ფრანცისკეNews ItemპოლიტიკარელიგიამსოფლიოFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>