Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

პრემიერი: ჩვენ პატრიარქს გავუფრთხილდით, ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედიასაშუალება

$
0
0

საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სახელმწიფომ პატრიარქის მდგომარეობაზე იმით იზრუნა, რომ მისი ოპერაციის წინა დღეს არ გაავრცელა დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია. კვირიკაშვილის თქმით, ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედიასაშუალება [პრემიერი რუსთავი 2-ს, გადაცემა P.S.-ს გულისხმობს]. 

"მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს მაქსიმალურად გავუფრთხილდით. არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გავრცელებისგან. სამწუხაროდ ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედია საშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და შემდეგ ჩვენ მოგვიწია მოპასუხის რეჟიმში ყოფნა. და ამ პირობებშიც ჩვენ თავი შევიკავეთ მასალების გამოქვეყნებისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქს საქართველოში ჩამოსვლისა და მასალების გაცნობის შემდეგ საქმეზე მას შესაბამისი პოზიცია ექნება",- ტელეკომპანია იმედის ეთერში ამბობს პრემიერი.

კვირიკაშვილის თქმითვე, იმ დროს, როდესაც დეკანოზი გიორგი მამალაძე საწამლავით მიემგზავრებოდა ბერლინში სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლება არ დაეშვა მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარი.

"ბუნებრივია, როდესაც ხდება პიროვნების დაკავება ასეთი ნივთიერებით და ის მიემგზავრება პატრიარქთან გერმანიაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ დავუშვათ ყველანაირი სცენარი, ამიტომ ჩვენ განცხადებაც გავაკეთეთ და მივიღეთ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებებიც, რათა არ მომხმადრიყო დიდი უბედურება. მაგრამ ახლა ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება გამოძიებას, რომ მათ წარმართონ სრული პროცესი იმისთვის, რომ სრული ინფორმაცია გახდეს ნათელი",- ამბობს პრემიერი.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა".

ქართული
გიორგი მამალაძის საქმეილია მეორეპროკურატურაგიორგი კვირიკაშვილიგიორგი მამალაძის საქმეNews ItemპოლიტიკარელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>