Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ილია II: ვისი დავალებით ხდება, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს

$
0
0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის მიერ 16 თებერვალს მიერ გაკეთებული განცხადების სრული ვერსია გამოქვეყნდა, რომელშიც ილია მეორე მამა გიორგი მამალაძეზე ამბობს: "რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?".

პატრიარქის მიერ 16 თებერვალს გაკეთებული განცხადება facebook-ზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სახელით აიტვირთა. დღეს კი განცხადების სრული ვერსია ტელეკომპანია ობიექტივმა გაავრცელა.

ილია მეორეს მიმართვის სრულ ტექსტი:

"სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთვარდა, კარგი შედეგებია, ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის, უკვე კარგა ხანია, და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?

მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება",- ამბობს ილია მეორე.

კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში 20 თებერვალს 18:00-ზე დაბრუნდება. ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა, მას "ჰელიოს ბერლინ ბუხის"კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა ოპერაცია.

ქართული
ილია მეორესაქართველოს საპატრიარქოგიორგი მამალაძის საქმეგიორგი მამალაძის საქმეNews ItemპოლიტიკარელიგიაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>