
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში 20 თებერვალს 18:00-ზე დაბრუნდება.
ილია მეორე საქართველოში ჩატრერული რეისით მის თანმხლებ პირებთან ერთად დაბრუნდება. ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა, მას "ჰელიოს ბერლინ ბუხის"კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა ოპერაცია.
ილია მეორემ 16 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ის იმედოვნებს, რომ მისი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ არსებული "არანორმალური"სიტუაცია დამშვიდდება. "იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება", - ამბობს პატრიარქი.
ამავე განცხადებით ილია მეორემ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძეს იცნობს და მის შესახებ კარგის მეტი არაფერი სმენია.
ქართული
ილია მეორეგიორგი მამალაძის საქმეგერმანიასაქართველოს საპატრიარქოსაქართველოს საპატრიარქოNews ItemპოლიტიკარელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text