Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

საქართველოს მოსახლეობის 54% ინტერნეტს ყოველდღე იყენებს, 64% კვირაში ერთხელ

$
0
0

ეროვნულ-დემოკრატიული ინდტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. 

ახალი ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის 54% ინტერნეტს ყოველდღიურად მოიხმარს, ხოლო 64%-ს კი კვირაში ერთხელ მაინც აქვს შეხება ინტერნეტთან. 

თუ ამ შედეგებს 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ მაჩვენებელს შევადარებთ, დავინახავთ რომ მათი რაოდენობა, ვინც ინტერნეტს კვირაში ერთხელ მოიხმარს 62%-დან 64%-მდე გაიზარდა. 

32%-დან 28%-მდე შემცირდა მოსახლეობის ის წილი, ვინც ინტერნეტს საერთოდ არ იყენებდა. 

ინტერნეტის მოხმარება ქალაქი/სოფლის ჭრილში მეტად განსხვავებულია. დიდ ქალაქებში ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს მოსახლეობის 77%, ხოლო სოფლად ეს რიცხვი 49%-ზეა.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ინტერნეტის გავრცელების მაღალ ტემპებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშიც ადასტურებს. 2017 წლის მდგომარეობით, მოსახლეობის 77%-ს აქვს წვდომა მობილურ ინტერნეტთან. 

შენიშვა: წვდომის არსებობა და ინტერნეტის მოხმარება განსხვავებული ცნებებია, შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა, მაგრამ მას ხშირად არ მოიხმარდეს. 

ქართული
NDI-ს კვლევაკომუნიკაციებიინტერნეტიNDI-ს კვლევაNews ItemპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>