Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Hey! Vova Leave my grandma alone!

$
0
0

არ ვიცი ეს ამბავი როდის დაიწყო. საკაბელო ტელევიზიასთან თუ სოციალურ ქსელებთან მის ინტეგრირებისთანერთად, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ გავიგე. მაგალითად:

ამერიკელები საქართველოში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ;
ფაშისტუკრაინელ ჟიდო-მასონებსრუსის ბავშვი ჯვარზე გაუკრავთ;
ვიღაც იტალიელმა ალიგატორი გააუპატიურა;

თურქეთის ახალ რუკაზე აჭარა მათ საზღვრებში შესულა;

საქართველოს მოსახლეობის 53%-ს საქართველოში რუსული პროპაგანდის არსებობის სჯერა. მათ შორის, ბებიაჩემსაც.

მიუხედავად ამისა, ადამიანები მიდრეკილნი არიან წვრილფეხა შეთქმულებების და დეზინფორმაციებისრწმენისკენ.  

რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულებების? კენტის უნივერსიტეტის პროფესორის, კარენ დუგლასის კვლევის (The Psychology of Conspiracy Theories, Current Directions in Psychological Science, 2017) მიხედვით ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

ახსნის სურვილი - "მინდა ამოვხსნა მარტივად" (სამყაროს სინამდვილეში მართავს ბოროტი ჯორჯ სოროსი);

საკუთარი თავის დაცვის სურვილი - "თავი მინდა დავიცვა გლობალური შეთქმულებისგან" (ამერიკამ საქართველოში ლაბორატორია შექმნა, სადაც ცდებს ატარებს ჩვენზე. ამიტომ, ჩემს შვილებს ვაქცინაციას არ ჩავუტარებ);

პრივილეგირებულობისსურვილი - "მე ვიცი, ის რაც სხვამ არ იცის” (კიბოს წამლისთვის ვინმე ბოლნისელმთვარისასმიუგნია, რომელიც კანაფის ზეთით და გოგირდით კურნავს ონკოლოგიურ პაციენტებს. დასავლური ფარმაცევტული კომპანიები მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ზრუნავენ და ხალხს კიბოს მკურნალობის საშუალებებს უმალავენ).

შეთქმულებების თეორიების ზემოქმედების ქვეშ მეტწილად ექცევიან ადამიანები, რომელთაც გამძაფრებული დაუცველობის შეგრძნება აქვთ. ამ დაუცველობის შეგრძნებას კრემლის საინფორმაციო ომი წარმატებულად იყენებს.

რუსული პროპაგანდა შიშების და სიძულვილის გაღვივებაზეკონცენტრირდება. პუტინი ათასობით ასეთ წვრილფეხა ტყუილზეა აგებული, რომელსაც სამიზნე ჯგუფები იჯერებენ.

ვინ დაიჯერა, რომ გამორჩეულად ქსენოფობიური განწყობების ქვეყანაში ვანო მაჩაბლის ქუჩას ირანის ქუჩად გადააკეთებენ? - იმან, ვინც ირანის მიმართ მისი სიძულვილის ან/და შიშის გასამართლებლად კიდევ ერთი აგური დადო. ასეთებს ძველები ფინთიგოიმივით აგდებას ეძახდნენ.  არ მგონია, ვინმეს თავი მაჩაბლის "ჰამლეტის" და "მაკბეთის" თარგმანების გამო გამოედო.

დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2014 წელს, უკრაინის თავზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი რუსეთია. თუმცა, კრემლი ათასგვარ ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს: თვითმფრინავის ჩამოგდება ბრალდება ილუმინატებისორდენს; NATO-სრომელსაც პუტინის თვითმფრინავის ჩამოგდება უნდოდა, მაგრამ შემთხვევით სამგზავრო თვითმფრინავს ესროლა; ისრაელს, რომელსაც ღაზას სექტორიდან ყურადღების გადატანა სურდა; აივ ინფექციის მკვლევარების დახოცვის სურვილს, რომელიც ბორტზე იმყოფებოდნენ და ა.შ.

კრემლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამ ვრცელი ჩამონათვალიდან რომელს ირწმუნებთ. მისი მიზანი არცაა თავისივე სისწორეში დაგარწმუნოთ, პირიქით, "ალტერნატიული სიმართლეების" დაუსრულებელი სიის მოწოდებით, თესავს ეჭვებსა და უნდობლობას. ქმნის სიმულაციას, სადაც თანაბარი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ თვითმფრინავი ჩამოეგდოთ რუსებს ან ილუმინატებისორდენს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში დეზინფორმაციის და შეთქმულების თეორიების გავრცელებისთვის ნოყიერი ნიადაგია. რუსეთი აქ ეთნიკურ, რასობრივ, რელიგიურ, იდეოლოგიურ ნიადაგზე ქმნის დესტაბილიზაციას. ქართველ ერში ჩაკირული შიშები და სიძულვილებიმას კარგად აქვს შესწავლილი და შესაბამისად მათი გაღვივებაც კარგად გამოსდის. სამწუხაროდ, ამ პროცესების ანალიზი ნაკლებად ხდება სოციალური ფსიქოლოგიის ჭრილში და ის უფრო მეტად პოლიტიკის და უსაფრთხოების თეორიების ფარგლებშია განხილული.

დასავლეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ დეზინფორმაციისთანბრძოლისთვის  მასთან გადამოწმებული ინფორმაციით, ფაქტებითა და სამეცნიერო არგუმენტენტებითდაპირისპირება ყოველთვის წარმატებით არ მუშაობს. ხშირად,  იმ სამიზნე აუდიტორიამდე მიღწევაც კი ვერ ხერხდება, რომელზეც კრემლის პროპაგანდის მანქანა მუშაობს.

სამაგიეროდ, საქართველოში ბოლო თვეების პროცესებმა აღმოგვაჩენინა, რომ ამ დეზინფორმაციების, შეთქმულების თეორიების სასაცილოდ აგდებასა და დაცინვას უფრო მაღალი ეფექტურობა ახასიათებს. მაგალითად, "ქართული მარშის"სოციალურ ქსელებში დაცინვამ ფართო საზოგადოებაზე უფრო იმუშავა, ვიდრე სერიოზული სახით განხილვამ, თუ რატომ არიან ისინი მავნებლები.

პროპაგანდის შეკავების ხერხებზე ბევრი მსჯელობა შეიძლება. მანამდე,  მთავარია სახელმწიფომ აღიაროს, რომ ის ჰიბრიდული ომის პირობებში იმყოფება. ხელისუფლება დღემდე, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტებში არ საუბრობს ამ საფრთხეებზე და შესაბამისად არც სტრატეგიას აყალიბებს როგორ უნდა დაიცვან მოქალაქეებმა მისგან თავი. მანამდე, სხვა ხნიერებთანთუ ახალგაზრდებთან ერთად, ბებიაჩემიც a priori დაუცველია.

ქართული
რუსული პროპაგანდარუსული პროპაგანდა საქართველოშირუსეთიბებიაჩემმა გამომიცხადა, ამერიკელები მთვარეზე არ ყოფილან და ყველაფერი დადგმულიაო. ცივი კომპოტის მოწოდების შემდეგ კი აღშფოთებულმა მამცნო,  მაჩაბლის ქუჩისთვის ირანის ქუჩა დაურქმევიათო.რუსული პროპაგანდაHey! Vova Leave my grandma alone!გიორგი ნონიაშვილიNews ItemArticleპოლიტიკასაზოგადოებაDon't displayNowhite shade bottom fullwidthBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>