Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

შს მინისტრის მოადგილე: ოჯახში ძალადობის გამო შსს-დან 3 თანამშრომელი გავათავისუფლეთ

$
0
0

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2018 წელს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 10 მოსამსახურეს.

ნათია მეზვრიშვილი ასევე ამბობს, რომ მათგან 6-ს დისციპლინური სახდელი ოჯახში ძალადობის გამო დაეკისრა.

"შსს უწყება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ახორციელებს არამხოლოდ სისტემის გარეთ, არამედ სისტემის შიგნითაც. 2018 წელს გენერალური ინსპექციის მიერ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 10 მოსამსახურეს. კერძოდ, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილი იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან", - თქვა მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და ძალადობის განმეორების რისკების თავიდან ასაცილებლად, შეიცვალა მინისტრის ბრძენება, რომლის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი იარაღი.

ქართული
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაოჯახში ძალადობაშსსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრონათია მეზვრიშვილიქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>