
პრეზერვატივების ბრენდის, "აიისას" დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე პოლიციამ ჯერ დააკავა, შემდეგ კი გაბერილი პრეზერვატივებიდაუჩუტა.
შემთხვევა გუშინ, 17 მაისს, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. ანანია გაჩეჩილაძე განყოფილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს.
როგორც ის ტაბულასთანყვება, კომპანია "აიისამ" გადაწყვიტა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ლგბტ ფერების, გაბერილი პრეზერვატივებირუსთაველის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარედ ჰაერში გაეშვა. 69 ცალი, 130 ლარის ღირებულების სხვადასხვა ფერის გაბერილი პრეზერვატივი მას თაბუკაშვილის ქუჩაზე კურიერმა მიაწოდა, რომელსაც პოლიცია გამოჰყვა და კომპანიის დამფუძნებელი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა. საგამოძიებო უწყება ანანია გაჩეჩილაძეს "უმისამართო გინებას"ედავება.
"დიდი ხანია დაგეგმილი გვქონდა 17 მაისს ჰელიუმით გაბერილი პრეზერვატივების ჰაერში სადემონსტრაციოდ გაშვება. კურიერმა პრეზერვატივებიმოიტანა თაბუკაშვილის ქუჩაზე. როგორც ჩანს, მანქანა შენიშნეს და ინფორმაცია პოლიციას გადასცეს. მე ვიდექი და ველოდებოდი კურიერს. მოვიდა პოლიციელი და მკითხა, ვინმე ხომ არ გინახავს, ვინც ბუშტებს ბერავსო. ვიხუმრე, რომ მეც ვბერავხოლმე ბუშტებს. დაბნეული იყო, არ უნდოდა სიტყვა პრეზერვატივისხსენება სავარაუდოდ. მერე ვკითხე რა ხდებოდა, რამე საფრთხის შემცველი ხომ არ იყო, რადგან იქ მალევე 20-მდე პოლიციელი მოვიდა. ტაქსი როგორც კი მოვიდა, პოლიციას ვუთხარი, რომ პრეზერვატივებიჩემია. ჩანთა გამიხსნეს, რისი საფუძველიც არ ჰქონდათ. ფერადი ფხვნილები მქონდა და ამომაცალეს. მითხრეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ხარო, გამიკვირდა. ჩამსვეს მანქანაში და მატარეს, ტელეფონი წამართვეს. შემდეგ, დაახლოებით 4-5 საათი განყოფილებაში ვიყავი. როგორც მიხვდი, ამის მიზანი ის იყო, რომ იქაურობისთვის გავერიდებინე", - ამბობს გაჩეჩილაძე.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ტელეფონი არ ჰქონდა, დიდი ხნის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდა ადვოკატსაც. ანანია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში, რომელიც პოლიციამ შეადგინა, დაკავების მიზეზად უმისამართო გინება წერია, თუმცა ის ამბობს, რომ არ შეუგინიადა ამას ვერ დაუმტკიცებენ.
რაც შეეხება ფერად ფხვნილებსა და პრეზერვატივებს, "აიისას" დამფუძნებელი ამბობს, რომ განყოფილებიდან გამოსვლისას ფხვნილები დაუბრუნეს, პრეზერვატივებიკი არა.
"მერე ადვოკატთან ერთად დავრეკე ტაქსისტთანდა ადგილზე დახეთქეს, გაანადგურესო გვითხრა", - ამბობს გაჩეჩილაძე.
ის მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოდ დააკავეს და 17 მაისს მისი გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა.
ტაბულა დაუკავშირდა იმ ტაქსის მძღოლს, რომელმაც გაბერილი ფერადი პრეზერვატივებითაბუკაშვილის ქუჩაზე მიიტანა. მისი თქმით, პოლიციამ ისინი იქვე დახეთქა და ნაგვის ბუნკერში ჩაყარა.
"სათითაოდ ხეთქავდნენ, დახეთქესსულ ყველა და ბუნკერში ჩაყარეს - გაანადგურეს, როგორც იტყვიან, არ ვიცი როგორ ეძახიან მაგას. იმის დახეთქვასრა უნდა, ჩვეულებრივი ბუშტია რა. ერთი 40 ცალი მაინც იქნებოდა, ზუსტად ნამდვილად არ ვიცი. გაანადგურეს, აბა რა უნდა ექნათ, ხელში ხომ არ დაიჭერდნენ და ხომ არ წაიღებდნენ. ჩემთვის ეგრე ბავშვიც გამოუყოლებიათ და სკოლასთან მიმიყვანია, ასე გამომატანეს ეს ბუშტებიცდა მოვიტანდი ჩვეულებრივად. მაგხელაზეთუ იბერებოდა და მაგხელა ხდებოდა ეგა, ვერც წარმომედგინა. ბუშტი მეგონა, სანამ პატრულმა არ მითხრა ეს არიო. არც ეტყობოდა. ქუჩაში რომ გასულიყო ვინმე ამით, ბევრი ვერც მიხვდებოდა რა არის. საერთოდ არ ეტყობოდა რაც იყო", - ამბობს ტაქსის მძღოლი.
ანანია გაჩეჩილაძის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილიმიიჩნევს, რომ პოლიციას "აიისას" დამფუძნებლის დაკავების საფუძველი არ ჰქონდა.
"მისი დაკავება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ მისთვის ხელი შეეშალათ იმ აქტივობის განხორცილებაში, რასაც გეგმავდა. ეს იყო 17 მაისთან დაკავშირებით გაბერილი, ფერადი პრეზერვატივების ჰაერში გაშვება. ხულიგნობის არანაირი შემადგენლობა მას არ განუხორციელებია, არ არსებობდა საფუძველი, რომ ეს მიეჩნიათ წვრილმან ხულიგნობად. ამ პოზიციას გვიმყარებს ისიც, რომ მათ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, არც მოწმის ჩვენება, ალბათ ისევ პოლიციელები იტყვიან, რომ შეიგინა უმისამართოდ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წვრილმანი ხულიგნობა მიმართულია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ. მაშინ, როდესაც იქ ანანიასდა პოლიციელების გარდა არავინ იმყოფებოდა, შეუძლებელი იყო საჯარო წესრიგის დარღვევა", - ამბობს მარიკაშვილი.
გარდა ამისა, ადვოკატი აცხადებს, რომ ანანია გაჩეჩილაძის დაკავების საფუძვლად უმისამართო გინება ჩაიწერა და არა მის მიერ დაგეგმილი აქცია, შესაბამისად, პრეზერვატივების განადგურების საფუძველი არ არსებობდა.
ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სადაც აცხადებენ, რომ ანანია გაჩეჩილაძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მათივე თქმით, გაჩიჩილაძესპრეზერვატივები ჩამოართვეს, თუმცა მათ განადგურებას უწყებაში არ ადასტურებენ.
"როცა ჰკითხეს რად გინდაო, უთხრა, რომ პარლამენტთან უნდა გავუშვაო. მოუწოდეს, რომ არ შეიძლებოდა აღნიშნული ქმედება პარლამენტის წინ დაიწყო ჩხუბი, ლანძღვა-გინება, არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, აგრძელებდა და ამის შემდეგ დააკავეს. მას ჩამოერთვა გაბერილი პრეზერვატივები", - აცხადებენ უწყებაში.
საქმეზე სასამართლო განხილვა სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. ამის შემდეგ ანანია გაჩეჩილაძე აპირებს სასამართლოს და გენინსპექციას მიმართოს და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.