Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

შუალედური არჩევნების სამოცივე უბნის შედეგები: ჭიჭინაძე 57.86%, უგულავა 38.38%

$
0
0

ვანსა და ხონში პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია. ცესკომ 60 უბნის მონაცემები გამოაქვეყნა. ქართული ოცნების კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ხმების 57.86% მიიღო. ევროპული საქართველოს კანდიდატმა, გიგი უგულავამ, ხმების 38.38%.

ჯამში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა 27 846-მა მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 57.9%-ია.

ვანის ოლქში ხმა მისცა 14 109 ამომრჩეველმა - 56.4%-მა, ხოლო ხონში 13 737-მა ამომრჩეველმა - 59.5%-მა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, იმავე ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 65.45% იყო. 

დღეს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. ოლქში რეგისტრირებულმა 48 ათასმა ამომრჩეველმა არჩევანი ექვს კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათგან ორი უმთავრესი კანდიდატი გიგი უგულავა და გივი ჭიჭინაძეა. 

შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

 

ქართული
პარლამენტის შუალედური არჩევნები 2018პარლამენტის შუალედური არჩევნები 2018News ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>