Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად ბრუნდება, ის ქართული ოცნების თავმჯდომარე იქნება

$
0
0

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. კვირიკაშვილის თქმით, მან ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც ყოფილი პრემიერი დათანხმდა. პარტიის თავმჯდომარის პოსტს აქამდე გიორგი კვირიკაშვილი იკავებდა. 

"მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში. შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს." - თქვა კვირიკაშვილმა. 

გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და ყრილობა, სადაც ბიძინა ივანიშვილს თავმჯდომარედ აირჩევენ. მისივე ინფორმაციით, არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც.

"დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

ქართული
ბიძინა ივანიშვილიგიორგი კვირიკაშვილიქართული ოცნებაპარტიის თავმჯდომარებიძინა ივანიშვილიNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>