Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

რა ღირს საწვავის შევსება სხვა ქვეყნებში

$
0
0

არის თუ არა საქართველოში ბენზინის ფასი მაღალი? ამის შესამოწმებლად მარტივია იმის ნახვა თუ რა ღირს ლიტრი ბენზინი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. 2018 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ბენზინის ფასები ასე ნაწილდება: რუსეთი 1.66 ლარი, აზერბაინაჯი 1.79 ლარი, თურქეთი 3.69 ლარი. საქართველოში კი ბენზინის საშუალო ფასი 2.24-ია. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ლიტრიდან 37 თეთრი აქციზის გადასახადს წარმოადგენს და ქვეყნის ბიუჯეტში მიდის. ამ 37 თეთრის გამოკლებით, ქვეყანაში ბენზინის ფასი 1.87 ლარი იქნება, რაც ნავთობმომპოვებელ აზერბაიჯანზე მხოლოდ 17 თეთრით მეტი იქნება. 

მსოფლიოში ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 2.75 ლარია. ყველაზე იაფი ნავთობი ვენესუელაშია, სადაც ერთი ლიტრი ბენზინის ყიდვა 2 თეთრად არის შესაძლებელი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 1998 წელს ვენესუელის სოციალისტურმა მთავრობამ საწვავზე სუბსიდია შემოიღო, მასზე ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი იხარჯება. მეორე ადგილზე ირანია, სადაც ლიტრი ბენზინი 70 თეთრი ღირს. თითქმის ყველა ქვეყანა, სადაც ნავთობი 1 ლარზე იაფია ნავთობმომპოვებელია.  საწვავის განსაკუთრებით მაღალი ფასებით დასავლეთ ევროპის ქვეყნები გამოირჩევიან. წარმოგიდგენთ ლარებში გაანგარიშებულ ლიტრი ბენზინის ფასებს 157 ქვეყნისთვის.

ქართული
ნავთობის ფასინავთობივენესუელასაუდის არაბეთინავთობიNews ItemპოლიტიკაეკონომიკამსოფლიოFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>