Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

შსს: ვერაზე, მრავალჯერ ნასამართლევი გ.რ. სავარაუდოდ, შურისძიების მოტივით მოკლეს

$
0
0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამბობენ, რომ მას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

შსს-ს განცხადებითვე, მკვლელობის სავარაუდო მოტივი შურისძიებაა.

უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული - მას ტყვია თავში აქვს ნასროლი. ვრცელდებოდა ასევე, მოკლულის სავარაუდო სახელი და გვარი, იცინიალებით - გ.ხ., რასაც შსს არ ადასტურებს.

ქართული
კრიმინალიშსსმკვლელობა ტატიშვილის ქუჩაზესაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროკრიმინალიNews ItemპოლიტიკაკრიმინალიFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>