Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ბარათაშვილის ქუჩაზე ფასადის ჩამოვარდნის შედეგად სავარაუდოდ, 6 ბავშვი დაშავდა

$
0
0

ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთერთი შენობის ფასადი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა.

ექვსივე დაშავებული ბავშვია.

მათი ნაწილი ამტელ ჰოსპიტალში, ნაწილი კი - ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ტაბულას ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, მათთან სამი ბავშვი შეიყვანეს, თუმცა მათი ასაკი ამ დროისთვის უცნობია. კლინიკაში მყოფი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძისაა და განსაკუთრებულად მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ. ერთის კი მძიმეა და მას ამ წუთებში ნეიროქირურგი უკეთებს ოპერაციას.

სამი ბავშვი გადაყვანილია ამტელ ჰოსპიტალშიც. როგორც ტაბულას კლინიკაში უთხრეს, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდებათ და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაცით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ქართული
ფასადის ჩამოვარდნა ბარათაშვილის ქუჩაზეშსსფასადის ჩამოვარდნა ბარათაშვილის ქუჩაზეNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles