Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სანქციები მკაცრდება

$
0
0

ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სანქციები მკაცრდება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შევა:

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა - თუკი პირი ადმინისტრაციული სახდელის შემდგომ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას, მის მიმართ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი;

"წითელი ნუსხის"სახეობების ბუნებრივი გარემოდან ნებართვის გარეშე მოპოვება - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს;

სახერხი საამქროს შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურების გავლის გარეშე მოწყობა - დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარისან საშეშე მერქნის ტრანსპორტირებისას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ანალოგიური ქმედებისათვის არის ადმინისტრაციულად სახდელდადებული. მნიშვნელოვნად გაიზრდება ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა ტყის ფონდისა და დაცულ ტერიტორიებზე ხე-ბუჩქნარის, ტყის კულტურების მოსპობისა და დაზიანებისთვის.

ასევე, ცვლილება ეხება ბრაკონიერობის წინააღმდეგ ღონისძიებებს. კერძოდ, თუკი პირი ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ განმეორებით დაარღვევს ნადირობის წესებს, მას გარკვეული ვადით ჩამოერთმევა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება.

"უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ როგორც ხე-ტყის უკანონო ჭრას, ისე იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც გარემოს აზიანებს. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს უდიდესი ფუნქცია აკისრია. ცვლილებები, რომელიც სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, ზედამხედველობის დეპარტამენტს ყოველდღიური აღსრულების პროცესში დაეხმარება. გამკაცრებული სანქციების ამოქმედება უფრო ეფექტიანს გახდის გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ ღონისძიებებს", - ამბობს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

უწყების ინფორმაციით, მთავრობა უკანონო ხე-ტყის ჭრაზე სანქციებს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამკაცრებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ქართული
ხე-ტყელევან დავითაშვილიგარემოს დაცვაგარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროხე-ტყეNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>