
როცა ადამიანი ციხეშია, კარგად მესმის, რომ მას შეიძლება ბევრი რამე აწუხებდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტყუილების თქმა და მოგონება არ ეკადრება არავის, მით უმეტეს ჟურნალისტს, რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებებზეაქვს პრეტენზია. ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადებები, რომელიც მან გააკეთა.
რაც შეეხება თუ როგორ მოხვდა საზღვარზე, არის ძალიან ძალიან ბევრი კითხვა ამასთან დაკავშირებით. გამოძიება, იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან დაადგენს. თუმცა ვიტყვი იმას, რასაც პირველივე დღეებში ვამბობდი - დღისით, მზისით, თბილისის ცენტრში რომ ადამიანის გატაცება მოხდეს, შეუძლებელია იქ არ იყოს რამდენიმე ათეული თუ არა, რამდენიმე მოწმე მაინც, რომელიც იმავე წუთში დარეკავს პოლიციაში, გადაიღებს ვიდეოს და ჩვენ მოწმე ვართ, რომ მსგავსი რამეები არ ხდება. შესაბამისად, მართლა რომ მომხდარიყო გატაცება თბილისის ცენტრში, თანაც ფორმიანი ადამიანების მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი აბსურდი და შესაბამისად, მუხთარლის ბრალდებებიც არამხოლოდ საფუძველს არის მოკლებული, არამედ, ცოტა არ იყოს, გავიდა იმ საზღვარს, რომელშიც ჯობდა რომ დარჩენილიყო.