Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

NDI: მოსახლეობის 50%-ის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია

$
0
0

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, მოსახლოების 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს 40% კი დასაქმებულად. კითხვაზე თუ რა იყო გასულ თვეში თქვენი ოჯახის შემოსავალი 50% პასუხობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 500 ლარზე ნაკლები იყო.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლოების შემოსავლები ასე გამოიყურება (კითხვა გასულ თვეში თქვენი ოჯახის ფულად შემოსავლებზე თუ ვისაუბრებთ ჩამოთვლილთაგან რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი ოჯახი შინამეურნეობა?)

  • საერთოდ არ ჰქონია შემოსავალი 1%
  • 180 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა - 11%
  • 181-300 ლარამდე შემოსავალი - 17%
  • 301-500 ლარამდე შემოსავალი - 21% (ჯამში 500 ლარამდე 50%)
  • 501-800 ლარამდე შემოსავალი - 15%
  • 801-1200 ლარამდე შემოსავალი 10%
  • 1201-1600 ლარამდე შემოსავალი 4%
  • 1600 ლარზე მეტი - 3%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 17%

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო. ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

ქართული
NDI-ის კვლევახელფასებიდასაქმებაუმუშევრობასაარსებო მინიმუმიდასაქმებაNews ItemპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>