Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე გადავა, ძველი შენობა კი გაიყიდება

$
0
0

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება, ამის შესახებ პირველი არხის ვებგვერდიდან ირკვევა. კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოფისი კი გაიყიდება და აღნიშნული თანხით ახალი ოფისის მოწყობა დაფინანსდება. 

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირველი არხის ახალი შენობა კოსტავას ქუჩაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი ოფისის გვერდით აშენდებოდა. როგორც ახლა ირკვევა პირველი არხის მენეჯმენტმა ეკონომიკის სამინისტროს ახალი ოფისისთვის ადგილის გამოყოფის თხოვნით მიმართა, ეკონომიკის სამინისტრომ კი ტელევიზიას პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე 2 ჰექტარი გადასცა.

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის შენობა დაახლოებით, სამ წელიწადში აშენდება იმ პროექტით, რომელიც კონკურსის შედეგად შეირჩა.

პირველმა არხმა ახალი შენობის დიზაინი 13 ოქტომბერს facebook-კონკურსით გამოავლინა. შენობის დიზაინში კომპანია "თბილქალაქპროექტი" 1 მილიონს მიიღებს. 

სავარაუდოდ, პროექტის შესყიდვის, ახალი შენობის აშენების და მისი სატელევიზიო აპარატურით აღჭურვის პროცესი საქართველოს გადასახადის გადამხდელებს 20-30 მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა დაუჯდეთ. 

2018 წლის ბიუჯეტით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 5.5 მილიონი ლარით, 52 მილიონ ლარამდე იზრდება. 

ქართული
საზოგადოებრივი მაუწყებელისაზოგადოებრივი მაწუყებელიNews ItemპოლიტიკაეკონომიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>