Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

სუს: არ ვადასტურებთ, რომ სპეცოპერაციის დროს, ბინაში ქალი და ბავშვები იყვნენ

$
0
0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტაბულასთან საუბარში არ ადასტურებს კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელის, უმარ იდიგოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციის დროს, ბინაში ქალი და ბავშვები იმყოფებოდნენ. ამასთან, სუს-ში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

უმარ იგიდოვის მტკიცებით, სპეცოპერაციის ადგილას, 22 ნოემბრის დილის 5 საათიდან იმყოფებოდა და მისთვის ცნობილია, რომ სპეცოპერაციის სამიზნე ბინაში 2 მამაკაცი, 1 ქალი და 2 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. იგიდოვმა "რეგინფოს"უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ოჯახი ჩეჩნეთიდან საქართველოში სამკურნალოდ იყო ჩამოსული.

"ბინა პანკისელი ბიჭისგან ჰქონდათ ნაქირავები. მეზობლებისგან გავიგე, რომ უსაფრთხოების სამსახურებმაც იცოდნენ ამის შესახებ. არ ყოფილან ისინი ტერორისტები" - ამბობს უმარ იდიგოვი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული თითქმის 20-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3". აღსანიშნავია, რომ მათ სუს-ი თავდაპირველად, "ტერორისტული დაჯგუფების"წევრებად მოიხსენიებდა. მოგვიანებით, სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა კითხვაზე, რომ რამდენიმე საათით ადრე სწორედ მისმა უწყებამ გაავრცელა ტერორისტული დაჯგუფების წევრებზე ინფორმაცია, ასე უპასუხა - "თუ შევხედავთ, დღევანდელ დღეს რაც მოხდა, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს დღეს საქართველოში, ამხელა, 18-საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვან სტრუქტურებთან".

დღეს კი, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა,რომ "მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც გამოძიება, ყველას კარგად გვესმის, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან და მიმდინარეობს გამოძიება".

რა შედეგებით დამთავრდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, წაიკითხეთ აქ.

ქართული
სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზეგიორგი გახარიაშსსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზეNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>