Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

2018 წელს მთავრობა პრივატიზაციას 33%-ით ამცირებს

$
0
0

მთავრობა მომავალ წელს პრივატიზაციის (არაფინანსური აქტივების კლების) მოცულობის 30 მილიონი ლარით შემცირებას გეგმავს, რაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით უკვე განსაზღვრულია.

მომავალი წლის საპროგნოზო პრივატიზაციად ამ დროისთვის 60 მილიონი ლარია განსაზღვრული, რაც 2017 წელთან შედარებით 33%-ით ნაკლებია. 

მეტიც, 2018 წელს დაგეგმილი პრივატიზაციის მოცულობა გასული 10 წლის განმავლობაში ყველაზე მცირე იქნება. 2008-2018 წლებში პრივატიზაციის ოფიციალური მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

არაფინანსური აქტივების კლების მუხლი მხოლოდ ქონების პრივატიზაციას არ შეიცავს, მასში შედის სსახელმწიფოს კუთვნილი რადიოსიხშირული ტალღების ლიცენზიების გაყიდვით მიღებული შემოსავლებიც. მაგალითად, 2015-2016 წლებში პრივატიზაციის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 150 მილიონი ლარი) სწორედ ლიცენზიების შემოსავლები იყო, რაც ქვეყანაში მეოთხე თაობის ინტერნეტის დანერგვას უკავშირდებოდა. 

ქართული
ბიუჯეტი 2018ბიუჯეტი 2017პრივატიზაციაფინანსთა სამინისტროსაჯარო ფინანსებიბიუჯეტი 2018News ItemპოლიტიკაეკონომიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>