Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

BGEO ჯგუფმა საქართველოში Heineken-ის წარმოების ლიცენზია მოიპოვა

$
0
0

2018 წლიდან ბაზარზე საქართველოში დამზადებული ლუდი Heineken გამოჩნდება, ამის შესახებ საქართველოს ბანკის მფლობელ საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს კვარტალურ მიმოხილვაშიწერია. კომპანია ლუდის ექსპორტს მთელ კავკასიის რეგიონში მოახდენს.

BGEO-ს ჰოლდინგში შემავალმა კომპანია "თელიანი ველმა"წელს უკვე შეაბიჯა ლუდის ბაზარზე და ლუდ Icy-ის მეშვეობით ბაზრის 16%-ის მოპოვებაც შეძლო. 

მომავალი წლისთვის კი კომპანია ექსკლუზიური 10-წლიანი ლიცენზიის მეშვეობით საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის Heineken-ის ბრენდის ლუდების ჩამოსხმას გეგმავს. 

"თელიანი ველი"ღვინის და ლუდის ბაზართან ერთად არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზეც მუშაობს. კომპანია Lavazza-ს ყავის ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორი და დისტრიბუტორია. 

BGEO-ს ანგარიშის მიხედვით, "თელიანი ველი"მომავალში არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე კიდევ სხვა ნაბიჯების გადადგმასაც გეგმავს.

ქართული
ლუდიHeinekenBGEOლუდიNews ItemპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>