Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

დირექტორი: ბავშვი არის ინკლუზიური, მცდელობა ჰქონდა ყოველ დღე და დღეს დააგვირგვინა

$
0
0

თბილისის 206-ე საჯარო ბაღის დირექტორის განცხადებით, ბაღის აღსაზრდელი "ინკლუზიური იყო და პირველი სართულიდან გადმოხტა".

ამის შესახებ მარინა გოგოლაძემ რუსთავი 2-ს სატელეფონო ინტერვიუში უთხრა.

"ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადმოხტა. დამაკმაყოფილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობა, აგერ ექიმს ვესაუბრებით და ყველაფერი კარგად არის. ყველა იქ ვიყავით, მაგრამ ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ და მცდელობა ჰქონდა დღეს კი არა ყოველ დღე და დღეს დააგვირგვინა", - ამბობს გოგოლაძე.

თბილისის ბაღების სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა.

"არაფერი არ ვიცი გარდა იმისა, რომ მეორე სართულდან გადმოვარდა. ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ბავშვის მდგომარეობა არ არის კრიტიკული", - ამბობს უწყების პრესსამსახური ტაბულასთან.

რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ინგოროყვას კლინიკაში ტაბულას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიაგნოსტიკა და პასუხი ამის შემდეგ გახდება ცნობილი. 

ქართული
საბავშვო ბაღები206-ე ბაღისაბავშვო ბაღებიNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>