Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ოცნების დეპუტატი კერძო კომპანიის ხელმძღვანელია, რითიც ის კანონს არღვევს

$
0
0

საქართველოს პარლამენტის წევრს კანონით ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიაში იკავებდეს აღმასრულებელ თანამდებობას და უშუალოდ ერეოდეს კომპანიის მართვაში. აღნიშნული მოთხოვნები "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ"კანონით არის განსაზღვრული. საქართველოს კანონმდებლობა სანქციის სახით დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებს.

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სწორედ აღნიშნული კანონის ნორმა დაარღვია, როდესაც 2017 წლის 1 აპრილს კომპანია "ხუნდაძის შპს ფირმა დიონისეში"გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, რისი შესაბამისი დოკუმენტიც საჯარო რეესტრის აქრივში იძებნება. მეტიც, ხუნდაძე ამ კომპანიის 40%-იან წილს ფლობს, თუმცა ის საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

"ფირმა დიონისეს"ამონაწერი:

პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაცია რეტუშირებულიაფოტო: საჯარო რეესტრი

"ფირმა დიონისეს"მეწილეთა სია:

პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაცია რეტუშირებულიაფოტო: საჯარო რეესტრი

საერთაშორისო გამჭვირვალობას შეფასებით, დირექტორის მოადგილეობა წარმოადგენს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, რაც პარლამენტის წევრისთვის შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს

ქართული
დიმიტრი ხუნდაძექართული ოხნებაქონებრვივი დეკლარაციადიმიტრი ხუნდაძეNews ItemპოლიტიკაეკონომიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>