
საქსტატმა 2017 წლის პირველი ნახევრის დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა. 6 თვეში საქართველოში 25 543 ადამიანი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 25 954 შეადგინა, რაც დაბადებულებზე 411-ით მეტია. რეგიონების მიხედვით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბადებულებს ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმში აღემატება.
საქართველოს მოსახლეობა 3 718 200 ადამიანს შეადგენს, რაც 2002 წელთან შედარებით 15%-ით ანუ 657 731 ადამიანით ნაკლებია. საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ყველაზე მეტად - 37%-ით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა არის შემცირებული, დღეისთვის ამ რეგიონში მხოლოდ 32 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის შემცირება შიდა და გარე მიგრაციამ და სიკვდილიანობის ზრდამ გამოიწვია.
რეგიონები, სადაც 2017 წლის 6 თვეში სიკვდილიანობა შობადობას ყველაზე მეტად აღემატება:
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 345 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 202%-ით მეტი
- გურია - 941 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 61%-ით მეტი
- მცხეთა-მთიანეთი - 705 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 52%-ით მეტი
- იმერეთი - 4 700 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 40%-ით მეტი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2 569 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 36%-ით მეტი
- კახეთი - 2 402 გარცავლილი, დაბადებულებზე 28%-ით მეტი
- შიდა ქართლი - 1 781 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 12%-ით მეტი
- სამცხე ჯავახეთი - 917 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 7%-ით მეტი
რეგიონები, სადაც წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატებაა:
- თბილისი - 9 435 დაბადებული, გარდაცვლილებზე 24%-ით მეტი
- აჭარა - 2 714 დაბადებული, გარდაცვლილებზე 21%-ით მეტი
- ქვემო ქართლი - 2 681 დაბადებული, გარდაცვლილებზე 12%-ით მეტი