Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

პუტინი ჩრდილოეთ კორეაზე: ურჩევნიათ ბალახი ჭამონ, ვიდრე ბირთვული პროგრამა შეაჩერონ

$
0
0

ბრიქსის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პუტინმა ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებულ სანქციებს უსარგებლო და არაეფექტური უწოდა. მისი თქმით რუსეთი გმობს ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციულ ქმედებებს, თუმცა სჯერა, რომ სანქციები ამ შემთხვევაში უსარგებლო და არაეფექტურია.

პუტინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეას არ უნდა დაავიწყდეს ერაყის მაგალითი:

"ჩვენ ყველას გვახსოვს რა მოხდა ერაყში სადამ ჰუსეინთან მიმართებაში. მისი შვილები დახოცეს, მთელი ქვეყანა განადგურდა და სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩვეს. ჩვენ ყველამ ვიცით როგორ მოხდა ეს და ჩრდილოეთ კორეელ ხალხსაც ახსოვს რა მოხდა ერაყში" - თქვა პუტინმა და დაამატა, რომ"ისინი ბალახს შეჭამენ და თავიანთ პროგრამას არ შეაჩერებენ სანამ თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობენ. რას შეუძლია უსაფრთხოების დამყარება? საერთაშორისო სამართლის აღდგენას. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგს" რუსთის პრეზიდენტმა მხარეებს კრიზისის მშვიდობიანი გზებით მოგვარებისაკენ მოუწოდა, რადგან მისი აზრით რეგიონში შეიარაღების გაზრდა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.

პუტინის მხრიდან ეს გაფრთხილება სამხრეთ კორეის მხრიდან ამერიკული ტაქტიკური ატომური იარაღის საკუთარ ტერიტორიაზე განთავსების გამორიცხვაზე უარის თქმას მოჰყვა.

ხუთშაბათს გასამართ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოსალოდნელია ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი სანქციების დაწესების განხილვა.

ზოგიერთი ცნობით აშშ განიხილავს ჩრდილოეთ კორეაში ნავთობის ექსპორტის აკრძალვის წამოყენებას, რასაც ჩინეთი და რუსეთი ეწინააღმდეგებიან.

ქართული
ჩრდილოეთ კორეავლადიმირ პუტინიკიმ ჩენ ინიჩრდილოეთ კორეაNews ItemპოლიტიკამსოფლიოFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>