პატრიოტთა ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი ამომრჩევლებს "უხუცესთა საბჭოს"შექმნას პიდრება. ინაშვილის თქმით, მერიამ უხუცესებთან სტრატეგიული საკითხები უნდა შეათანხმონ:
"აუცილებელია შეიქმნას უხუცესთა საბჭო, თბილისელთა საბჭო და სტრატეგიული საკითხები უნდა შეთანხმდეს ამ ხალხთან", - ამბობს ინაშვილი.
ინაშვილი კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის. მას რეფერენდუმების ჩატარება სურს.
"არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ უნდა ხორციელდებოდეს თბილისის მერიის მიერ თუ არ იქნება ჩატარებული რეფერენდუმი", - ინაშვილი.
თუმცა საინტერესოა ის გარემოება, რომ ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით ეს შეუძლებელია. რეფერენდუმის შესახებ ორგანულ კანონში (PDF დოკუმენტი) წერია:
"რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე", - შესაბამისად, ინაშვილის დაპირება, რეფერენდუმის თბილისში ჩატარებაზე იურიდიულად შეუძლებელია.