Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

მახათას ტაძრის "გარშემოსავლელ ფილას"ბიუჯეტი 170 000 ლარით დააფინანსებს

$
0
0

მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გარშემო ერთიანი ბეტონის "გარშემოსავლელი ფილის"მოწყობას თბილისის მერია საკუთარ თავზე იღებს.

მერიამ 15 აგვისტოს გამოაცხადა ტენდერი ტაძრის გარშემო 3891 კვადრატული მეტრის ფართის ბეტონის საფარის მოწყობაზე. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 170 ათასი ლარია. 

ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. მას საპატრიარქო საკუთარი ბიუჯეტიდან აფინანსებს. ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობას იღებს პაატა ბურჭულაძის ორგანიზაცია "ფონდი ივერიისა"რომლის მეშვეობით მოქალაქეებს ეკლესიის მშენებლობისთვის თანხის შეწირვა შეუძლიათ.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ბიუჯეტიდან ყოვეწლიურად დაახლოებით 25 მილიონიან პირდაპირ დაფინანსებას იღებს. ამასთანავე რიგი საჯარო უწყებები საპატრიარქოს გარკვეულ სერვისებს უწევენ, მაგალითად აფინანსებენ ეკლესიების რემონტს და სხვა. მაგალითად, სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრისგან მიყენებული ზარალის რეაბილიტაციისთვის ცენტრალურმა ბიუჯეტმა დაახლოებით 2 მილიონი გამოყო. ამავდროულად, მუნიციპალიტეტები ეკლესიისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის გადაწყვეტილებებსაც ხშირად იღებენ.

ქართული
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიბიუჯეტი 2017საქართველოს საპატრიარქოივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიNews ItemპოლიტიკაეკონომიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>