
სექტემბრის მეორე ნახევრიდან თბილისს 23-სე მეტროს სადგური შეემატება. მეტრო უნივერსიტეტის განახლების პროექტი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ახალ სადურგზე მატარებლები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ.
თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. დედაქალაქის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის ვაჟა-ფშაველას სადგური გაიხსნა. იმის მიუხედავად რომ გვირაბები თითქმის ოცი წელია გაყვანილია ტერიტორიაზე მეტროს სადგურის მოწყობა აქამდე ვერ მოხერხდა.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.
ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო "ასიგნია კობრა"ახორციელებს. მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია "ევროსტუდიამ"მოამზადა.
ფოტო: მირზა გოგოჭური
ფოტო: მირზა გოგოჭური
ფოტო: მირზა გოგოჭური
ფოტო: მირზა გოგოჭური