Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Gem Fest-ის ფინანსების გამოძიება ფინანსურმა პოლიციამ დაიწყო

$
0
0

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem Fest-ის ფინანსებს ფინანსური პოლიცია სწავლობს. ფესტივალის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა გამოკითხვაზე ხვალ უწყებაშია დაბარებული. 

ანაკლიაში ჩატარებული Gem Fest-ი სახელმწიფო ბიუჯეტმა 1.98 მილიონი ლარით დააფინანსა. ამ თანხით ბიუჯეტმა მაღალანაზღაურებადი DJ-ების ჰონორარი გადაიხადა. 

როგორც ირკვევა ფესტივალი წამგებიანი აღმოჩნდა, რის გამოც ფესტივალის ადმინისტრაციას თანამშრომლებისა და კონტრაქტორების წინაშე ასობით ათასი ლარის მოცულობის დავალიანება წარმოეშვათ. 

"წესით არ უნდა ჩამოვსულიყავი ასე მალე, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან დაინტერესდა ჯემფესტის საქმიანობით და ამოიღეს ჩვენი დოკუმენტაცია, წაიღეს კომპიუტერები. სწორედ იმისთვის, რომ არ ჩათვალოს ვინმემ, თითქოს გავიქეცი, ჩამოვედი", - ამბობს გიორგი სიგუა.

სიგუა 2014 წლამდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. მაშინ მისი გადადგომა "კაზანტიპის"ფესტივალს წარუმატებლობას უკავშირდებოდა. 

ქართული
gem festგიორგი სიგუაgem festNews ItemპოლიტიკაეკონომიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>