Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

მთავრობას საქართველოში მყოფი არალეგალების სამშობლოში გაბრუნება სურს

$
0
0

საქართველოს მთავრობას ერაყის, ლიბანის, ავღანეთის, კამერუნის, კოტ-დიუვარის, კონგოს, გამბიის, ტუნისის, სომალისა და განის რესპუბლიკის მოქალაქეების რეადმისია სურს. ამ ქვეყნებთან რეადმისიის შეთანხმების მიღწევის სურვილი მთავრობამ 30 ივნისის განკარგულებებით დააფიქსირა. დოკუმენტებში საუბარია "შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე".

მხარეებს შორის რეადმისიის შეთანხმება გულისხმობს უკანონო მიგრაციის შესახებ გაძლიერებულ თანამშრომლობას და სხვა ქვეყანაში უნებართვოდ მყოფ პირების სამშობლოში უსაფრთხო დაბრუნებას. 

აღსანიშნავია, რომ 14 ივლისს, ე.წ. ქართველთა მარშის მონაწილეებმა აქცია გამართეს და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს - "ყველა არალეგალმა უცხოელმა (ირანელები, არაბები, აფრიკელები და ა.შ.) დატოვოს საქართველოს ტერიტორია." 

ქართული
რეადმისიაარალეგალებიქართული ოცნებაე.წ. ქართველთა მარშირეადმისიაNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>