Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

დოლიძე: პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს დღეს გადაეგზავნება

$
0
0

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.

ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ისაუბრა. დოლიძის თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პრობლემურია, რადგან მმართველ გუნდს ცესკოში ყველა პარტიაზე მეტი წევრი ეყოლება, რაც ნეგატიურად აისახება საარჩევნო გარემოზე.

"ჩვენი პოზიციით, წარმოდგენილი ცვლილებები აუარესებს დემოკრატიის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის თავად ქართული ოცნების მიერ დაწყებული რეფორმების უკან შეტრიალება და მიუღებელია მათი განხორციელება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სულ რაღაც 3 თვეა დარჩენილი. თვითმმართველობა ერთმევა 7 თვითმმართველ ქალაქს. ეს სტატუსი ქალაქებს ოცნებამ მიანიჭა 2015 წელს და მშვენივრად იყენებდნენ - სწავლობდნენ ქალაქები საკუთარი თავის მართვას", - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებს ვეტო გუშინ დაადო.

ქართული
ანა დოლიძეთვითმმართველობის კოდექსისაარჩევნო კოდექსისაქართველოს პრეზიდენტიპრეზიდენტის ვეტოსაკონსტიტუციო ცვლილებებისაქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო ცვლილებებიNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>