Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

$
0
0

სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. "ბახალა"სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

ფოტო: ტაბულა

ფოტო: ტაბულა

მასახიობი ხუთი თვის წინ ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (0,3726 გრამი) ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი მტკიცებით, ნარკოტიკი პოლიციელებმა დასჯის მიზნით "ჩაუდეს". მის მხარდასაჭერად, გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

ქართული
ნარკოდანაშაულიბახალაგიორგი გიორგანაშვილინარკოდანაშაულიNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>